მაი ლენდი (My Land) სრულიად დამოუკიდებელი კომპანიაა, რომლის მიზანია დაგეხმაროთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში. ჩვენ დაგეხმარებით თქვენი დროისა და ფიზიკური რესურსების დაზოგვაში, რომელსაც სახელმწიფო სტრუქტურებთან კომუნიკაციისა და მშენებლობისთვის ეფექტური გეგმის შედგენის პროცესში იყენებთ. ჩვენ გვესმის, რომ იურიდიულ და არქიტექტურულ საკითხებში გარკვევა ერთი შეხედვით რთული და საპასუხისმგებლო მისიაა, სანაცვლოდ კი მაი ლენდი (My Land) გთავაზობთ სანდო პარტნიორობასა და ჩართულობას მშენებლობის სრულ პროცესში, დაწყებული კონსულტაციიდან, ინვესტორების მოძიებამდე. მაი ლენდის (My Land) მისიაა, რომ ეს პროცესი თქვენთვის ხარისხიანად და შეუფერხებლად წარიმართოს.
მაი ლენდი (My Land) საკუთარი გამოცდილებითა და ცოდნით სპეციალიზირებულია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორებიცაა მიწის რეალური პოტენციალის განსაზღვრა, ნებართვის მიღება და პროექტის შედგენა. თუ თქვენ ფლობთ უძრავ ქონებას, ან ინვესტორის მოძიება და საცხოვრებლის განახლება გსურთ, მაი ლენდი (My Land) დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენი სურვილები რეალობად აქციოთ.
გამოცდილი გუნდის დახმარებით, გთავაზობთ ყოვლისმომცველ მომსახურებას, რომელიც უზრუნველყოფს ზუსტ და დროულ ინფორმაციას თქვენი ქონების შესახებ. გარდა ამისა, მაი ლენდი (My Land) იზრუნებს იურიდიულ და ადმინისტრაციულ საკითხებზე და დაგეხმარებათ გაიგოთ, შეესაბამება თუ არა თქვენი ხედვა მარეგულირებელ მოთხოვნებს.
ჩვენს გუნდში პრიორიტეტს ვანიჭებთ ხარისხსა და პროფესიონალიზმს. ასეთი მიდგომა ორიენტირებულია ექსპერტთა კონსულტაციაზე, სტრატეგიულ დაგეგმვაზე და გეგმების სწრაფად განხორციელებაზე, იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენ ფლობთ ყველა საჭირო დოკუმენტსა და ინფორმაციას უძრავი ქონების შესახებ ეფექტური გადაწყვეტილებების მისაღებად.
მაი ლენდი (My Land) მზად არის მაქსიმალურად მოკლე დროში გაგიწიოთ კონსულტაცია ყველა საჭირო საკითხში, რომელიც თქვენს უძრავ ქონებას ეხება. პროფესიონალი იურისტებისა და არქიტექტორებისგან დაკომპლექტებულ გუნდს შეუძლია გიშუამდგომლოთ საჭირო სტრუქტურებთან, რადგან ამომწურავად და მაქსიმალურად სწრაფად გაიგოთ თქვენი უძრავი ქონების პოტენციალის შესახებ და შეგიძლიათ თუ არა მასთან დაკავშირებული გეგმის განხორციელება.